თბილისში, ორთაჭალაში, ტრანსგენდერი ქალი სცემეს

თბილისში, ორთაჭალაში, ტრანსგენდერი ქალი სცემესთბილისში, ორთაჭალაში, გვიან ღამით ტრანსგენდერი ქალი სცემეს. დაზარალებულის განმარტებით, კლიენტმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნაცემმა ქალმა დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

“გადმოვიდა ფიზიკური შეურაცხყოფით, ტუჩი გამიხეთქა, დამარტყა, მეგობარმა დამირეკა ზუსტად მაგ დროს და მეთქი თანამშრომელი მირეკავა, მოსული არის, უნდა შევხვდე და რას ქვია თანამშრომელი გირეკავს, ტელეფონის წართმევა სცადა, ვერ წამართვა იმის გამო, რომ მეც შვებრძოლე”, – ყვება ნაცემი ტრანსგენდერი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება ადგილზე შეძლეს.

რუსთავი 2