“ქართული ოცნების” გენერალური მდიბანი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გედევან ფოფხაძის შესაძლო წასვლას ეხმაურება.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პროტესტისა და უკმაყოფილების გრძნობა, შეუძლიათ წავიდნენ.
“თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა და შეუძლია დატოვოს” – ამბობს პარტიის გენერალური მდივანი, თუმცა არ ამბობს კონკრეტულად ვის გულისხმობს.

