წყალტუბოში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია სიგარეტი და 300 ლარამდე თანხა

წყალტუბოში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია სიგარეტი და 300 ლარამდე თანხაწყალტუბოში მაღაზია გაქურდეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტი და 300 ლარამდე თანხა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რუსთავი 2