ვენაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა, ლია გულუამ თავი მოიკლა

კვირის ცნობით, ავსტრიაში, ვენაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ლია გულუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ლია გულუას გარდაცვალების შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი წერს.
როგორც ირკვევა, ლია გულუა აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

”ლია…შოკში ვარ,არ მჯერა….რატომ ღმერთო😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓
Lia Gulua 😓🙏” – დაწერა თამარ ივერმა ფეისბუქში.

მის პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

”ვენა-სიკვდილის ქალაქი!!! ვერ მოვაშორე აქედან ჩემი შვილი((((”

”როდის როგორ? არ მჯერა”

”ამ კვირაში მეორეა უკვე (((((((((” – წერენ ფეისბუქში.

ლია გულუა წლების განმავლობაში ავსტრიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი