ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა

ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდათბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად კუპრავა ავრცელებს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

ინფორმაცია კუპრავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაპატიმრებას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” შტაბში ელის.

რუსთავი 2