100.000 ლარია გატაცებული ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციაზე თავდასხმისას

100.000 ლარია გატაცებული ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციაზე თავდასხმისასზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანაზე მომხდარი ყაჩაღობის  დროს თავდამსხმელებმა 100 ათასი ლარის წაღება შეძლეს.

ცნობილია იმ ავტომანქანის მეპატრონის ვინაობაც, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ.

ამ წუთებში მანქანას ექსპერტიზა უტარდება.

ყაჩაღობა დღეს დილით მოხდა. თავდამსხმელებმა ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ინკასატორი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინკასატორს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გამოკითხეს სამართალდამცველებმაც.

”სროლა იყო ჩემი ფანჯრის წინ, გავიხედე და მასკები ეკეთათ და აქეთ-იქით ისროდნენ. ავტომატები იყო. დაჭრილი კაცი ვნახე, ხესთან იდგა. 4 თავდამსხმელი იყო, პატარა მანქანა იყო, შავი, გრძელი იყო”, – ყვება ერთი თვითმხილველი.

”გავიხედე, ვნახე დაჩოქილი ბიჭი და ორი ზურგით სუსტი ახალგაზრდა მასკებით, მეტი არაფერი, ავტომატებით იყვნენ. შემეშინდა და შიგნით შევედი” – ყვება მეორე.

პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენაზე მუშაობს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

რუსთავი 2