ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა

ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორად შოთა რიჟამაძე დაინიშნასამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი შოთა რიჟამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ოლქის პროკურორის თანამდებობაზე რიჟამაძის შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შოთა რიჟამაძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას 2018 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.მანამდე, 2016 წლიდან, ის ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორი იყო. 2014-2016 წლებში რიჟამაძეს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2009-2014 წლებში კი ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად მუშაობდა.

რეგინფო