ბასილაშვილმა მაიამიში წააგო

ბასილაშვილმა მაიამიში წააგონიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალში კანადელ ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ მასთან ორ სეტში დამარცხდა ანგარიშით 6:7, 3:6. პირველ სეტში ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ მან საქმე გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა და საბოლოოდ ტაიბრეიკზე დათმო სეტი.

მიუხედავად ამ მარცხისა, ნიკამ მაინც კარგი შედეგი აჩვენა მაიამიში და მერვედფინალში გავიდა, ამიტომ ის სავარაუდოდ მე-17 პოზიციაზე აიწევს რეიტინგში. ბასილაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია.