ბათუმში მომხდარი დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაჭრის გამო 5 პირი დააკავესბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა სულ 5 პირი დააკავეს. ძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ხულიგნობა იარაღის გამოყენებით.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე დაიწყო, შემდეგ კი ჩხუბი იმ საავადმყოფოში გაგრძელდა, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს.

ერთ-ერთ დაშავებულს მუცელში აღენიშნებოდა ჭრილობები, მეორეს კი ბარძაყის არეში. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. მესამე დაშავებულს ჭრილობები თავის არეში აღენიშნება.

რუსთავი 2