ზაზა ბიბილაშვილი – “ბედუკაძის გამძუყნავი თენგიზ ნაზღაიძის ავარიით გარდაცვალება არ მგონია შემთხვევითობა”

ზაზა ბიბილაშვილი - "ბედუკაძის გამძუყნავი თენგიზ ნაზღაიძის ავარიით გარდაცვალება არ მგონია შემთხვევითობა"ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:

“რუსეთის აგენტ ვლადიმირ ბედუკაძის გამძუყნავი თენგიზ ნაზღაიძე რომ ავარიაში გარდაიცვალა, მომკალით და, არ მგონია შემთხვევითობა. “ავარიაში” მოკლეს რუსებმა მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. “უბედური შემთხვევების” კასკადმა წაიღო სპეცოპერაცია “კოდორი 2007″-ის მებრძოლთა დიდი ნაწილის სიცოცხლე ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში (ავტოავარია, წყლის ავზის აფეთქება, უეცარი ავადმყოფობა, თვითმკვლელობა).

რუსული სპეცსამსახურების კლასიკური ხელწერაა. იმ სპეცსამსახურებისა, რომლებიც ისევე თავისუფლად ოპერირებენ დღეს საქართველოში, როგორც კრასნოდარის მხარეში – სანამ რომა შამათავა ციხეში ზის, სუს-ი კი ოპოზიციას დასდევს და კორუფციაში იხრჩობა,” – წერს ბიბილაშვილი.

ავარია 1 მარტს სოფელ ზემო ეწერში მოხდა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული.

პრესა.ჯი

ეწერში თენგიზ ნაზღაიძე დაიღუპა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლადო ბედუკაძე ცემა

თენგიზ ნაზღაიძესთან ერთად მისი დედა, შორენა ქალდანიც დაიღუპა