დავით ბაქრაძე – “მივესალმები ღარიბაშვილის დაბრუნებას”

დავით ბაქრაძე - "მივესალმები ღარიბაშვილის დაბრუნებას"მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას, რადგან ეს აჩვენებს და ადასტურებს, რამდენად ღრმა პოლიტიკურ, მორალურ და საკადრო კრიზისშია შესული „ქარტული ოცნება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერეთმა ლიდერმა დავით ბაქრაძრემ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, უკეთესი დადასტურება ხელისუფლების კრიზისის, ვიდრე დღეს ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა, უბრალოდ რთული წარმოსადგენი იყო.

„ეს არის სიმბოლო იმის, რომ საქართველო და „ქართული ოცნება“ მიდის არა წინ, არამედ უკან. ქვეყანა რომ მიდის უკან, ეს ყველამ კარგად ვიცით და დავინახეთ ამ წლების განმავლობაში. ღარიბაშვილის მოსვლით დასტურდება, რომ „ქართული ოცნებაც“ მიდის უკან. დღეს ხელისუფლებაში იმდენად ღრმა კრიზისია, მათ შორის საკადრო კრიზისიც კი, რომ „ოცნება“ წლების უკან აბრუნებს საკუთარ თავს, არა მარტო ქვეყანას. ვერ დაგიდასტრებთ ინფორმაციას, მეც ჭორის დონეზე ვიცი, როგორც თქვენ, მაგრამ თუ ეს მოხდება, კარგია, რადგან საზოგადოება დაინახავს საით მიდის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

იპნ

“ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურ მდივნად ბრუნდებაო” – რას წერს ნინო ჯღარკავა