ახალგაზრდა მამაკაცის ჯანრთელობის მდგომარეობა, რომელმაც წუხელ თემქის პოლიციასთან თავის დაწვა სცადა, სტაბილურად მძიმეა.
დავით კობახიძე მესამე ხარისხის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით რეანიმაციაში იმყოფება.
მამაკაცმა პროტესტის უკიდურეს ზომას – მისი განმარტებით, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიმართა; მან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა “კურიერის” კამერის წინ სცადა.
მანამდე მამაკაცი განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მომხდარზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.

