ეკა ბესელია – “მეთოფიშვილი სამუშაო ჯგუფში ერთად მუშაობის დროსაც პირსისხლიანი მოსამართლე იყო”

ეკა ბესელია - "მეთოფიშვილი სამუშაო ჯგუფში ერთად მუშაობის დროსაც პირსისხლიანი მოსამართლე იყო"კი, მაშინაც იყო მეთოფიშვილი პირსისხლიანი მოსამართლე. არავის მოუწვევია მეთოფიშვილი იმ ჯგუფში, – ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სერგო მეთოფიშვილის მიერ მისი მისამართით დასმულ კითხვას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ბესელიას კითხვით მიმართა, რატომ არ ამოიღო მის წინააღმდეგ ხმა, როდესაც სასამართლოს რეფორმის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ორი წლის მანძილზე ერთ მაგიდასთან მუშაობდნენ.

მეთოფიშვილმა ბესელიას ასევე ჰკითხა, მაშინაც მიიჩნევდა თუ არა მას პირსისხლიან მოსამართლედ.

“კი, მაშინაც იყო მეთოფიშვილი პირსისხლიანი მოსამართლე. არავის მოუწვევია მეთოფიშვილი იმ ჯგუფში, თავად მობრძანდა – იუსტიციის საბჭოს წარმოადგენს, სამწუხაროდ. იმიტომ არ წარმოადგენს ის იუსტიციის საბჭოს, რომ ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის არის ბატონი ჩინჩალაძის დამსახურებით იქ. ძალიან სამწუხაროა, რომ მისნაირი მოსამართლეები არიან დღეს უვადოდ დანიშნულები, რომელთაც ადამიანის ბედი უნდა განსაჯონ. მისი ბიოგრაფიის ადამიანი ამდენს არ უნდა ლაპარაკობდეს.

მე გვარებით არ ვსაუბრობ, ჩემი პოლიტიკური განაცხადი 2016 წელს, როდესაც ის ძალადობრივი რეჟიმი შევაფასეთ და პარლამენტში მივიღეთ სპეციალური დადგენილება, იქ წერია, რომ ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდა ყველა ის მოსამართლე, რომელიც ასრულებდა უკანონო დავალებებს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იპნ