ელენე ხოშტარია ვანო ზარდიაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

ელენე ხოშტარია ვანო ზარდიაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორს დაუპირისპირდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდოამზე, შესვენების გამოცხადების შემდეგ, ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ მესამე სექტორის საზოგადოებაში დამახინჯებულ აზრს მიზანმიმართულად ავრცელებს.

მისი თქმით ე.წ. კლანი არასამთავრობო სექტორში აქვს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. არასამთავრობოებს კი „შავრაზმელები“ უწოდა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ზარდიაშვილს აღნიშნულის გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს.