„ეს წერილი, ფაქტობრივად, საბრალდებო სკამისკენ გზაა“ – ლევან გოგიჩაიშვილი TBC-ის საქმესა და სკანდალურ წერილზე

„ეს წერილი, ფაქტობრივად, საბრალდებო სკამისკენ გზაა“ - ლევან გოგიჩაიშვილი TBC-ის საქმესა და სკანდალურ წერილზე„თიბისი ბანკის“ საქმეში გამოცენილი სკანდალური წერილი, რომელშიც შესაძლოა შს მინისტრის გიორგი გახარიას კვალი იკვეთებოდეს – მმართველი პარტიის ყოფილი წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აღნიშნული წერილი არის გზა საბრალდებო სკამისკენ:

„წერილის შინაარსი არის უმძიმესი, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმედ დამთავრდეს ბევრი ადამიანისთვის. ეს ფაქტობრივად გზა არის საბრალდებო სკამისკენ, თუმცა ჯერ ეს უნდა დამტკიცდეს. მტკიცებულება არის მტკიცებულება, ამას ჩვენ ვერ გავექცევით. მე ვფიქრობ, გუშინ პროკურატურამ შეცდომა დაუშვა, როდესაც განაცხადა, რომ საკითხი ამოწურულია. გვესმის, რომ მაღალი მტკიცებულების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს აღნიშნული წერილი, ეს გასაგებია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში მაღალი საჯარო ინტერესია ამ საკითხის მიმართ, ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებული იყო, რომ მიყოლოდა საქმეს და ყველა რესურსი გამოეყენებინა გამოძიებისთვის. რადგან ეს არ გააკეთა, ვფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვა. ასევე, ვფიქრობ, რომ პროკურატურას მოუწევს პარლამენტში მოსვლა ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.