გახარია ხაზარაძეს – ”მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები”

გახარია ხაზარაძეს - ”მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები”საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს უპასუხა.

ხაზარაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

გახარიამ კი ხაზარაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველა აგებს პასუხს როგორც ვალდებულებეზე ისე საკუთარ სიტყვებზე:

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხსაც ვისთანასც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ბიზნესში, შანტაჟის ენით საუბარუ უნდა გაქრეს, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ისე თავის სიტყვებზე“, – განაცხადა გახარიამ.