“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში ეკა ბესელიას მიერ პარტიის დატოვებაზე კომენატარი გააკეთა.
ღარიბაშვილის აზრით, ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა გუნდის კონსოლიდაცია გაძლიერება, გუნდის დალაგება და სიტუაციის დაწყნარება. ძალიან აუხსნელია ჩემთვის ეკა ბესელიას ქმედებები. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. მე გიზიარებთ ჩემს განცდებს. აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, დღეს მქონდა მიმოწერა. მომწერა, რომ მიესალმება ჩემს მობრუნებას.
მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი. როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური, არც ერთი მთავრობა და პარტია არ იქნება იდეალური” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

