გიგა ბოკერია: “ანეკდოტია, ღარიბაშვილს დასახმარებლად რომ დაუძახებ”

გიგა ბოკერია: “ანეკდოტია, ღარიბაშვილს დასახმარებლად რომ დაუძახებ”ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნებას ეხმაურება:
„ღარიბაშვილის დაბრუნება აგონია შეიძლება დავარქვათ, ანეკდოტია – ღარიბაშვილს დასახმარებლად რომ დაუძახებ. წარმოიდგინეთ, ივანიშვილი და მისი გუნდი როგორ დღეშია. ღარიბაშვილი სიმბოლოა ყველაფერი იმის, რაც არასწორი იყო ოცნებაში. ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას არ აუხსნა, თანამდებობიდან რატომ წავიდა. უთხრეს, პოლიტიკიდან გააქრო და გაქრა, ახლა ივანიშვილმა დაუძახა და მოდის. ჩვენთვის საინტერესოა არა ღარიბაშვილის პერსონა, არამედ ივანიშვილის, რომელიც ქვეყანას მართავს. კაცი რა დღეში უნდა იყო, რომ დასახმარებლად ღარიბაშვილს დაუძახო. მთელი პრობლემა ივანიშვილშია. მმართველობის სტილია, როცა არავინ არაფერს არ წარმოადგენს. წაიყვანს, გააქრობს, მოიყვანს. ქვეყანა ასე წინ ვერ წავა, ჩიხშია შესული”