გოაზე 4 ქართველი დააკავეს

გოაზე 4 ქართველი დააკავესინდოეთში, გოაზე 4 ქართველი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

შემთხვევა სოფელ სიოლიმში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებმა სახლიდან ნაღდი ფული და სხვადასხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

ამ დროისათვის ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

ნიუპოსტი