გორის ცენტრში იარაღი გაისროლეს

გორის ცენტრში იარაღი გაისროლესგორის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სასტუმრო “ინტურისტის” წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროლა. ის

საქორწინო ცერემონიალის მონაწილე იყო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გორში შეაჩერეს მოქალაქე, რომელმაც სავარაუდოდ ჰაერში იარაღიდან გაისროლა.

“მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის III და IV ნაწილებით დაიწყო, იარაღზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”- განაცხადეს შსს-ში.