ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებაში“ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება, მან პარტიაში პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მეორედ მოსული“ ღარიბაშვილი შესაძლოა ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარის არჩევნებში კანდიდატად წამოაყენოს. პარლამენტში ეს ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იქნა არჩეული. ვარაუდობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უმრავლესობს ლიდერად ამზადებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013-2016 წლებში იკავებდა.

