ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში გაურკვეველია

ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში გაურკვეველიაივან რაკიტიჩზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერება, რომ მან შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს, რადგან კატალონიურმა გუნდმა დე იონგი იყიდა, რომელიც რაკიტიჩის პოზიციაზე თამაშობს.

გარდა ამისა, ხორვატ ფეხბურთელს ჯერჯერობით არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი ბარსელონასთან, თუმცა რაკიტიჩმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ამ გუნდიდან წასვლა არ სურს.

რაკიტიჩის შეძენა რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს. ასევე მისით დაინტერესებულია მილანის ინტერი, რომელიც მზად არის რაკიტიჩის ტრანსფერში 80 მილიონი გადაიხადოს.