კაჭრეთთან 4 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა

კაჭრეთთან 4 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 1 ადამიანი დაიღუპასოფელ კაჭრეთთან 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გურჯაანისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

პრაიმ ტაიმი