ხაშურში 19 წლის ბიჭს მეგობარმა 4 ჭრილობა მიაყენა

ხაშურში 19 წლის ბიჭს მეგობარმა 4 ჭრილობა მიაყენახაშურში 19 წლის ბიჭს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ის ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „პრაიმტაიმმა” გაარკვია, კონფლიქტი მეგობრებს შორის მოხდა და ბიჭმა 4 ჭრილობა სწორედ ამ მეგობრისგან მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ 19-108 განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.