კილიან მბაპე: ”მანჩესტერთან მარცხის შემდეგ ღამე ცუდად მძინავს”

კილიან მბაპე: ”მანჩესტერთან მარცხის შემდეგ ღამე ცუდად მძინავს”პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხზე ისაუბრა და თქვა, რომ იმ თამაშის შემდეგ მას ღამეები ცუდად სძინავს და თავს ცუდად გრძნობს. მბაპეს თქმით მთელი წრის შრომა ერთმა თამაშმა წყალში ჩაყარა და მომავალში მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს:

”სიმართლე გითხრათ თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან გამოვარდნას არ ვიმსახურებდით და ეს ჩვენთვის მტკივნეულია. მინდა ყველა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო და დავპირდე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება”–განაცხადა მბაპემ.

პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედთან 1:3 წააგო და ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა.