კლოუნი პრინცი თუ ნამდვილი მემკვიდრე – რატომ უჩივის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს

კლოუნი პრინცი თუ ნამდვილი მემკვიდრე - რატომ უჩივის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარსნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ – სა­სა­მარ­თლო­ში ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის დავა იწყე­ბა. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის კი სიმ­ბო­ლურ თან­ხას – 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს.

სა­მო­ქა­ლა­ქო დავა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ერთი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა მა­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სამ­რთლომ სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რემ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ამ და­ვის გან­ხილ­ვა და­ა­ვა­ლა. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა, სამი მო­სა­მარ­თლე გა­ნი­ხი­ლავს. სხდო­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სტა­ტუ­სით მიწ­ვე­ულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სე­ბი – როინ მეტ­რე­ვე­ლი და გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი.

ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი 2009 წლი­დან 2016 წლამ­დე კა­ნო­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ ერთი შვი­ლი – ექ­ვსი წლის უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი ჰყავთ. სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რედ წარ­მო­ა­ჩი­ნა.

2017 წელს და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს, ელი­ზა­ბეტ მე­ო­რეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი გა­უგ­ზავ­ნა, რა­საც ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში სკან­და­ლიც კი მოჰ­ყვა. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ დეილი მეილმა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის “კლო­უ­ნი პრინ­ცი” უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რის სა­ხე­ლით არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად სარ­გებ­ლობ­და, რად­გან ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის გა­და­ცე­მის­თვის კონ­კრე­ტულ თან­ხას ითხოვ­და.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია „სა­მარ­თლის გზის“ ად­ვო­კა­ტი ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლი იცავს. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გო­რე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლად თავს მხო­ლოდ იმ მიზ­ნით ასა­ღებს, რომ ამით ფული იშოვ­ნოს.

„ის სი­ნამ­დვი­ლე­ში არ წარ­მო­ად­გენს ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თა იმ შტოს, რო­მე­ლიც მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას. ამას ყვე­ლა ის­ტო­რი­კო­სი და­გი­დას­ტუ­რებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სარ­ჩელს, ვი­თხოვთ აღიკ­ვე­თოს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, ამ და­ვის თა­ვის­თა­ვა­დო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნო­ნით ზუს­ტად ეს სა­კი­თხი არ არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში არ­სე­ბობს მე-17, მე-18, მე-19 მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კრძლავს სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვაა მე­ო­რე ადა­მი­ან­თან თა­ვის გა­ი­გი­ვე­ბა, მარ­თა­ლია, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი არ ამ­ბობს, რომ ის არის ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მაგ­რამ მის სტა­ტუსს იყე­ნებს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად.

ამა­ზე გა­ჩუ­მე­ბა იქ­ნე­ბა უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბის სუ­ლე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი წმინ­და­ნე­ბა­დაც არის შე­რა­ცხუ­ლი, ისე პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გის წი­ნა­შე. ჩვენ ვი­თხოვთ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­როს, რომ ის თვით­მარ­ქვი­აა, ის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რიც არ არის, ყო­ფი­ლი სი­ძეა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლით ასე ისარ­გებ­ლოს? ჯილ­დო­ე­ბი გას­ცეს?“ – აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

მო­პა­სუ­ხე მხა­რის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლე­ვან ჩხე­ი­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­სა­მარ­თლო დავა მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა. ად­ვო­კა­ტი მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის სარ­ჩელს უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნევს:

“მთა­ვა­რი ნონ­სენ­სი ამ სარ­ჩე­ლის არის ის, რომ მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე აცხა­დებს, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ­სად მათი სა­ხე­ლი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. რო­გორც ვი­ცით, სა­ხე­ლი შედ­გე­ბა სა­ხე­ლი­სა და გვა­რის­გან, ასე წე­რია კა­ნონ­ში. მათი სა­ხე­ლე­ბია ანა და ნუგ­ზა­რი და არა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ისი­ნი ითხო­ვენ აეკ­რძა­ლოს ჩემს მარ­წმუ­ნე­ბელს სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხე­ლით სარ­გებ­ლო­ბა, ასე­თი სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მო­წყო­ბის მი­ხედ­ვით ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც არ­სე­ბობს.

1921 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ამ გა­ა­უქ­მა ყო­ველ­გვა­რი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ტი­ტუ­ლე­ბი და თუ ვინ­მეს ჩვენ ვუ­წო­დებთ მა­გა­ლი­თად ბა­ტო­ნიშ­ვილს, ეს აღი­ა­რე­ბა არის კერ­ძო და არა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი. ეს სარ­ჩე­ლი ატა­რებს ფა­რულ მი­ზანს, რაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სა­ხელ­წი­ფომ აღი­ა­როს, რომ ისი­ნი არი­ან სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თუნ­დაც სას­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მათი სარ­ჩე­ლი, მაგ­რამ სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წილ­ში სა­დღაც მი­უ­თი­თოს, რომ ისი­ნი მარ­თლაც სა­მე­ფო ოჯა­ხის მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან, უკვე მო­გე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან. მო­ვუ­წო­დეთ გა­იხ­მონ სარ­ჩე­ლი და შე­წყვი­ტონ ეს სა­მარ­ცხვი­ნო დავა!” – ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტი.

ლე­ვან ჩხე­ი­ძის თქმით, გრუ­ზინ­სკი არ არის სი­ნამ­დვი­ლე­ში პეტ­რე ალექ­სან­დრეს ძე გრუ­ზინ­სკის შვი­ლი, რად­გან არ მო­ი­პო­ვე­ბა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ად­ვო­კატ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ეჭ­ვის გა­სა­ქარ­წყლებ­ლად, მათ მო­სარ­ჩე­ლე მხა­რეს შეს­თა­ვა­ზეს ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ დნმ-ის კვლე­ვა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც თა­ვად და­ა­ფი­ნან­სებ­დნენ, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­კებ­მა ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

“გრუ­ზინ­სკის არ აქვს იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ ის მარ­თლაც იყო პეტ­რე ალექ­სან­დრეს ძე გრუ­ზინ­სკის შვი­ლი. ანუ ეს უკა­ნას­კნე­ლი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ არ არ­სე­ბობს სა­აქ­ტო ჩა­ნა­წე­რი, რომ პეტ­რე პეტ­რეს ძე გრუ­ზინ­სკი მისი შვი­ლი იყო. დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარს აცხა­დე­ბენ, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ტეს­ტი ნე­გა­ტი­ურ შე­დეგს აჩ­ვე­ნებს”, – აღ­ნიშ­ნა ჩხე­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბაა Daily Mail-ის სტა­ტი­ას და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის შე­სა­ხებ, რო­გორც მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის რე­პუ­ტა­ცია სა­ეჭ­ვოა დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც კი და რომ, გა­მო­ცე­მა თა­ნამ­შრომ­ლობს გრუ­ზინ­სკებ­თან.

ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტის სტა­ტუ­სი­თაა მიწ­ვე­უ­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს, რომ ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო გვა­რის ლე­გი­ტი­მუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკე­ბი არი­ან, ხოლო და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ამ სტა­ტუს­ზე პრე­ტენ­ზი­ას არ უნდა აცხა­დებ­დეს.

“და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მუხ­რან­ბა­ტონ­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და იჩე­მებს, რომ არის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის და თავს აძ­ლევ უფ­ლე­ბას, რომ რა­ღაც წო­დე­ბე­ბი გას­ცეს, რაც არას­წო­რია. ბაგ­რა­ტი­ონ­თა ნამ­დვი­ლი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან სწო­რედ გრუ­ზინ­სკე­ბი და ნუგ­ზარ გაბ­რა­ტი­ო­ნი. ისი­ნი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი მერ­ვეს პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი. მუხ­რან­ბა­ტო­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, ისი­ნი მარ­თლაც იყ­ვნენ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში საკ­მა­ოდ დიდ­ხანს – 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­დნენ ქარ­თლის სა­მე­ფოს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცოტა ღრმად თუ მი­მო­ვი­ხი­ლავთ, მუხ­რან­ბა­ტო­ნი იშ­ვი­ლა როს­ტომ ხან­მა, თვი­თონ როს­ტომ ხანი იყო სი­მონ მე­ფის ძმის, დაუთ ხა­ნის უკა­ნო­ნო შვი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად იუ­რი­დი­უ­ლად და ის­ტო­რი­უ­ლად, მათ წე­სით ტახ­ტი არ ეკუთ­ვნო­დათ”, – აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი.

ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ბაგ­რა­ტი­ონ­თა სამი შტო არ­სე­ბობს – კა­ხე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი, იმე­რე­ლი, ღვან­კი­თე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი და რუ­სეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკე­ბი. ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი რე­ჟი­სორ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი და ცნო­ბი­ლი პო­ე­ტის – პეტ­რე გრუ­ზინ­სკის შვი­ლიშ­ვი­ლია. ის უკა­ნას­კნე­ლი ქარ­თვე­ლი მე­ფის – გი­ორ­გი XII-ის შთა­მო­მა­ვა­ლია. და­ვი­თი და ანა, ბაგ­რა­ტი­ონ­თა ორი სხვა­დას­ხვა შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ეს­პა­ნეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2003 წელს ჩა­მო­ვი­და და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გახ­და.