კრიშტიანო რონალდუ: ”მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია”

კრიშტიანო რონალდუ: ”მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია”ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ატლეტიკოსთან განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მის გუნდს შეუძლია ორბურთიანი დეფიციტი აღმოფხვრას. რონალდუს აზრით იუვენტუსი ვალდებულია, რომ თავისი გულშემატკივარის წინაშე საუკეთესო თამაში აჩვენოს:

”ატლეტიკო ძლიერი გუნდია, რომელიც შესანიშნავად თამაშობს დაცვაში. ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ და ჩვენთვის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და შედეგს მივაღწევთ”–განაცხადა რონალდუმ.