მარსელო იუვენტუსში მიდის

მარსელო იუვენტუსში მიდისმადრიდის რეალის ბრაზილიელი მცველი მარსელო სეზონის ბოლოს სავარაუდოდ გუნდს დატოვებს და ტურინის იუვენტუსში გადაბარგდება. მარსელოს უთანხმოება აქვს რეალის მთავარ მწვრთნელთან სანტიაგო სოლარისთან, რის გამოც ის მოედანზე თითქმის არ გამოდის.

გარდა ამისა, ბრაზილიელ მცველს კრიშტიანო რონალდუსთან ერთად სურს თამაში, რომელიც ამჟამად იუვენტუსის ღირსებას იცავს. მარსელოს ტრანსფერი იუვენტუსს 50 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო თვითონ მარსელო კი წელიწადში 12 მილიონს მიიღებს ხელფასის სახით.