მიკ მაკარტი: ”საქართველოსთან მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ”

მიკ მაკარტი: ”საქართველოსთან მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ”ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საკუთარ მოედანზე ირლანდიამ აუცილებლად უნდა მოიგოს. მაკარტიმ ასევე აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა საქართველოსთან გაცილებით უკეთესად უნდა ითამაშოს, ვიდრე მათ ეს გიბრალტართან გააკეთეს:

”საქართველოს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გიბრალტართან საუკეთესო თამაში ნამდვილად არ გვიჩვენებია და საქართველოსთან სულ სხვა ირლანდიას იხილავთ”–განაცხადა მიკ მაკარტიმ.