მოჰამედ სალაჰი: ”ჩემპიონთა ლიგას პრემიერ ლიგის მოგება მირჩევნია”

მოჰამედ სალაჰი: ”ჩემპიონთა ლიგას პრემიერ ლიგის მოგება მირჩევნია”ლივერპულის ეგვიპტელმა ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა ლივერპულის მიზნებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის მთავარი პრემიერლიგის მოგებაა, რადგან გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ეს სურთ:

”ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, მაგრამ ვხედავ რომ ლივერპულში ყველაზე მეტად პრემიერ ლიგის მოგება სურთ, ამიტომ ჩვენთვის ეს ტურნირი პრიორიტეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არ ვიბრძოლებთ”–განაცხადა სალაჰმა.