ემიგრანტი ნათია ძირკველიშვილი სოციალურ ქსელში თხოვნით მიმართავს ამერიკაში მყოფ თანამემამულეებს და მოუწოდებს დაეხმარონ ემიგრანტ ნატო ბრეგაძეს, რომელსაც ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა მოსკოვში.
“ჩემო ამერიკაში მყოფო ემიგრანტო მეგობრებო, ძალიან ცუდი ამბავი გავიგე ამ დილას. ემიგრანტ ნატო ბრეგაძეს მოულოდნელად გარდაეცვალა ერთადერთი ახალგაზრდა შვილი, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში.
ნატო დღეს არის სამსახურის გარეშე, ძალიან გთხოვთ, ვისაც სურვილი გაქვთ მცირედით გაუწიოთ დახმარება. დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჭირში და ლხინში”, – წერს ნათია ძირკველიშვილი.

