პოლ პოგბა: ”ძალიან მიხარია რომ სოლსკიაერი ჩვენი სრულფასოვანი მწვრთნელი გახდა”

პოლ პოგბა: ”ძალიან მიხარია რომ სოლსკიაერი ჩვენი სრულფასოვანი მწვრთნელი გახდა”პოლ პოგბამ ოლე გუნარ სოლსკიაერზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ნორვეგიელი სპეციალისტი ისევ შეაქო. სოლსკიაერმა რამდენიმე დღის წინ მანჩესტერთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და პოგბას აზრით ეს გუნდისთვის ძალიან კარგია:

”სოლსკიაერმა ჩვენი თავის რწმენა დაგვიბრუნა და მასთან ერთად გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ. მინდა, რომ ოლე დიდხანს იყოს ჩვენთან და კიდევ უფრო წინ წავიდეთ. მასთან მუშაობა სასიამოვნოა”–განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ რომ პოლ პოგბას ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი ჰქონდა.