პოლ პოგბა: ”სოლსკიაერის დარჩენა ყველას გვინდა”

პოლ პოგბა: ”სოლსკიაერის დარჩენა ყველას გვინდა”პოლ პოგბამ ნორვეგიელ მწვრთნელზე ოლე გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა და თქვა, რომ მანჩესტერის ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ის მომავალშიც ამ გუნდის თავკაცი იყოს. პოგბას თქმით სოლსკიაერმა გუნდს სილაღე და თავდაჯერებულობა დაუბრუნა:

”როდესაც სოლსკიაერი გუნდში მოვიდა, ჩვენ მძიმე პერიოდი გვქონდა, მაგრამ მან თავდაჯერებულობა დაგვიბრუნა, რის გამოც მისი მადლიერები ვართ. ჩემს ყველა თანაგუნდელს სურს, რომ ოლე ჩვენი მწვრთნელი იყოს. დარწმუნებული მომავალ სეზონში ის წარმატებული იქნება”–განაცხადა პოგბამ.