TBC ბანკის საქმეზე გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის, დაკითხვაც იგეგმება. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, სალომე ჩიქობავამ, მესამე არხზე გადაცემა “მთელ ამბავში” ისაუბრა. ჩიქობავას ინფორმაციით, აქამდე პროკურატურას ბუცხრიკიძე არ დაუკითხავს.
“გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც საქმესთან შემხებლობაშია. რაც შეეხება დროს და თარიღს, ამის შესახებ პროკურატურა დამატებით აცნობებს საზოგადოებას“, – განუცხადეს “ნიუპოსტს” მთავარ პროკურატურაში.

