რომში სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შელაპარაკება მოხდა

რომში სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შელაპარაკება მოხდარომში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმროსთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი და მისი მოწინააღმდეგე ქართველი ემიგრანტი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა.

“არა ძალადობას”, – ამ ლოზუნგით რომში, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ქართველების ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას აპროტესტებდა.

სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ჟურნალისტების ნაწილს დასწრების საშუალება არ მისცეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრას დაესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ. სასტუმროს შენობაში მხოლოდ ოპერატორები შეუშვეს.

იპნ