პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეუთოს უმწვავეს დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ “საგანგაშო არაფერი არ არის აქ”.
ოხანაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში შენიშვნებთან ერთად დადებით ასპექტებზეც არის საუბარი.
„როგორც გითხარით, არის ორი მიმართულება – ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები,“ – ამბობს ოხანაშვილი.
ეუთოს მიერ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნაში არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის მოქალაქეებისთვის ვალების განულების პროგრამა „ხმების მოსყიდვად“ არის მოხსენიებული.

