სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველო – ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დეპუტატი ბექა ოდიშარია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტს 8 მარტს დაასრულებს.