სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოუტანოს

სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოუტანოსხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. საბოლოო სიტყვით სავარაუდოდ, ბრალდებული მირზა სუბელიანიც ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.