შალვა რამიშვილის სკანდალური ჩანაწერი – “პოსტ ტივის” დამფუძნებელი რომში, სააკაშვილის წინააღმდეგ აქციაზე ხალხის შეკრებას ცდილობს

შალვა რამიშვილის სკანდალური ჩანაწერი - "პოსტ ტივის" დამფუძნებელი რომში, სააკაშვილის წინააღმდეგ აქციაზე ხალხის შეკრებას ცდილობს“პოსტ ტივის” დამფუძნებლის სკანდალური ჩანაწერი – ვიდეოში, რომელიც “კურიერს” მოძრაობა “ერთად სახლშის” წევრებმა მიაწოდეს ჩანს, როგორ ცდილობს შალვა რამიშვილი რომში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან მიმდინარე შეხვედრის პარალელურად აქციაზე ხალხის შეკრებას.

კადრებში ჩანს, რომ “პოსტ ტივის” დამფუძნებელი, ტელეფონზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც რამიშვილმა დააფიქსირა, რომ მას იღებენ კადრიდან გადის. შემდეგ კი რამიშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდება და იმ პირებთან ერთად საუბრობს, რომლებიც “კურიერის” კამერამ ლიეჟშიც დააფიქსირა. გარდა ამისა შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთი პირისთვის რამიშვილთან ერთად მოსულმა პირებმა ტელეფონის წართმევაც სცადეს.

რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ემიგრანტებთან. საუბარი  დაახლოებით, ოთხ საათს გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ამბობენ, შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლაა.

მომავალი კვირიდან მოძრაობა “ერთად სახლში” პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ელექტრონულად მიცემას გულისხმობს.

პეტიციაზე ხელმოწერა მოძრაობის ვებგვერდზე ოთხშაბათიდან იქნება შესაძლებელი.

200 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში მისი ინიციატორები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ.

„ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება პეტიცია ertadsakhlshi.org.  იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საარჩევნო სისტემა გადავიდეს მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე, რაც გამორიცხავს გაყალბებას და აქვს ბევრი სხვა სიკეთე“-ამბობს მოძრაობა ”ერთად სახლშის” წარმომადგენელი გიორგი სიგუა.

როგორც ცნობილია, ემიგრანტების შემდეგი შეხვედრა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან საბერძენეთში გაიმართება.

რუსთავი 2

https://www.facebook.com/rustavi2/videos/383303198914720/