საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორს უპირისპირდება და მას „შავრაზმელებს“ უწოდებს.
„ეს არის თქვენი რეალობა, თქვენი ჭეშმარიტი სახე. აი, კლანი უნდა წავიდეს. ჰკითხეთ ამ „შავრაზმელებს“, შავი მაისურები რომ აცვიათ, ბოდიში, ცუდად გამომივიდა. ჰკითხეთ, შავი მაისურები ვისაც აცვია, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან, რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-სთან. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან, ან მასთან დაკავშირებულ პირებთან. ეს ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანობაში წარმოადგენს ერთ საერთო NGO-ს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახელი ჰქვიათ, მათ აქვთ ერთი ფესვი და ეს არის საია. მათ აქვთ ერთი იდეოლოგია. პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლეებს წარადგენდა მხოლოდ საია-ს რეკომენდაციით და პრეტენზია არავის ჰქონდა. საზოგადოებას განაწყობთ ნეგატიურად“,- აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

