სპეცოპერაცია ფოთში – დაკავებულია 20 ადამიანი

სპეცოპერაცია ფოთში - დაკავებულია 20 ადამიანიფოთში გასულ ღამე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს- სუსთან ერთად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო 20-მდე პირი დააკავა.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ყველა მათგანის სახლში ჩატარდა. როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, ჩხრეკის დროს სამართალდამცავებს მართლსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. მათ თქმით სახლებიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონები, საბანკო რეკივიზიტები.

დაკავებულები ზუგდიდში, სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. დაკავებულებთან შეხვედრას ელოდებიან მათი უფლებადამცველები.

არსებული ინფორმაციით, მათ გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.