სუარესმა აიაქსს რეალთან გამარჯვება მიულოცა

სუარესმა აიაქსს რეალთან გამარჯვება მიულოცაბარსელონას ფორვარდმა ლუის სუარესმა აიაქსს რეალის დამარცხება ტვიტერის საშუალებით მიულოცა. აიაქსმა სტუმრად რეალს 4:1 მოუგო და სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა.

სუარესა ტვიტერზე დაწერა, რომ მას ძალიან უხარია აიაქსის წარმატება და ის ყოველთვის აიაქსის ფანი იქნება. შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი 2007-11 წლებში სწორედ აიაქსის ღირსებას იცავდა და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სუარესმა აიაქსი 2011 წლის იანვარში დატოვა.