“თბილისში 30 წლის მამაკაცს ბავშვი წაუყვანია სკოლაში და უკან მობრუნებისას ჩამოუხრჩვია თავი”

"თბილისში 30 წლის მამაკაცს ბავშვი წაუყვანია სკოლაში და უკან მობრუნებისას ჩამოუხრჩვია თავი"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრებმა ახალგაზრდა 30 წლის მამაკაცმა ა.ზ.-მ თავი ჩამოიხრჩო.
როგორც სოფლის რწმუნებულმა, ელზა ზაქარეიშვილმა “გურია ნიუსს” უთხრა, გარდაცვლილი ოჯახთან ერთად თბილისში იმყოფებოდა:

_ რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობენ. ძალიან კარგი ბიჭი იყო და არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. გაოგნებული ვართ ყველანი.

არ ვიცით რა მოხდა, რატომ გადადგა ეს საშინელი ნაბიჯი. მხოლოდ ის ვიცით, რომ თვითმკვლელობის წინა დღეს თოკი უყიდია _ სამრეცხაო ჰქონდათ და იქ მჭირდებაო.

გუშინ, ბავშვი წაუყვანია სკოლაში და უკან მობრუნების შემდეგ ჩამოუხრჩვია თავი. წერილი დაუტოვებია შვილისთვის,” მამა, მაპატიეო” _ წერს, _ გვითხრა ზაქარეიშვილმა.

გარდაცვლილი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სახლში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებმა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.