თბილისში, ვეჯინის ქუჩაზე ორმხრივი სროლა იყო – არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობაში ბრალდებულმა დევნის დროს სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა.
გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა სამართალდამცავების მხრიდანაც.
როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

