ტონი კროოსი: ”ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგას ვერავინ მოიგებს”

ტონი კროოსი: ”ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგას ვერავინ მოიგებს”მადრიდის რეალი საკუთარ მოედანზე აიაქსთან 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. რეალის გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სამეფო კლუბი ამჟამად კრიზისშია, თუმცა მის მიღწევებს მაინც ვერავინ გაიმეორებს:

”სამწუხაროა რომ წელს ვერაფერს მოვიგებთ, მაგრამ ჩვენი კრიტიკა გადამეტებულია, რადგან ხალხს წარსული ავიწყდება. ჩვენ ზედიზედ სამჯერ გავიმარჯვეთ ჩემპიონთა ლიგაში და ამ შედეგს ვერავინ გაიმეორებს. მომავალ სეზონში უფრო მოტივირებულები ვიქნებით”–განაცხადა კროოსმა.