ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ევერტონთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა. ვან დეიკის თქმით ევერტონის მთავარი მიზანი არწაგება იყო და ისინი ფრეს ზეიმობდნენ:

”თუ დააკვირდით ევერტონის ფეხბურთელებს, ისინი ისე ზეიმობდნენ, თითქოს თამაში მოიგეს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ წინ კიდევ არის თამაშები და ჩემპიონობის შანსი არ დაგვიკარგავს”–განაცხადა ვან დეიკმა.

ლივერპულმა ევერტონთან 0:0 ითამაშა და პრემიერ ლიგაში ლიდერობა დაკარგა.