სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე დაპირისპირება მოხდა მძღოლსა და მის ნაცნობს მგზავრს შორის, რა დროსაც მგზავრმა მძღოლს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია მძღოლმა გზა განაგრძო, მაგრამ ცოტა ხანში იგრძნო, რომ დაჭრილი იყო და შველა ითხოვა.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
პრაიმტაიმი

