ვლადიმერ ვაისი: ”ლორიამ კედელი არასწორად დააყენა”

ვლადიმერ ვაისი: ”ლორიამ კედელი არასწორად დააყენა”საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ირლანდიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ნაკრებს ცუდად არ უთამაშია. ვაისი გოლის ეპიზოდსაც შეეხო და მისი აზრით ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა:

”ვულოცავ ირლანდიის ნაკრებს ამ გამარჯვებას. მათ ეს დაიმსახურეს, თუმცა მეორე ტაიმში ცუდად არ გვითამაშია და შეგვეძლო უკეთესი შედეგით წამოვსულიყავით. გაშვებულ გოლს ლორიას ვერ დავაბრალებ, თუმცა მას შეეძლო ცოცხალი კედელი უკეთესად დაეყენებინა. გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა ჩვენთვის უარყოფითი ფაქტორი იყო და იმედი მაქვს ილ მალე დაბრუნდება”–განაცხადა ვაისმა.