ჟოზე მოურინიო რეალში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ჟოზე მოურინიო რეალში დაბრუნებას არ გამორიცხავსჟოზე მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ახალ შემოთავაზებას ელის და მას მხოლოდ ამბიციური გუნდები აინტერესებს. მოურინიოს თქმით, თუ მას რეალი დაუძახებს, ის აუცილებლად დაფიქრდება:

”რეალი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც მუდმივად მხოლოდ გამარჯვებებისთვის იბრძვის და ხშირად აღწევს კიდეც მიზანს. თუ მათ ჩემი დაბრუნება სურთ, ეს სასიამოვნო ფაქტია და მე აუცილებლად დავფიქრდები მათ წინადადებაზე”–განაცხადა მოურინიომ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლოს სოლარი რეალს დატოვებს და მის ადგილს მოურინიო დაიკავებს.