ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთმანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო ამჟამად უგუნდოდ არის, თუმცა ის ხშირად საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა მალე დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მოურინიომ განაცხადა რომ მას საფრანგეთის ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა.

ყველაზე რეალური ვარიანტები მონაკო ან ლიონია, სადაც მომავალ წელს შესაძლოა ახალი მწვრთნელი ვიხილოთ. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მაშინ ლიონი არ არის წინააღმდეგი რომ მოურინიო საკუთარ გუნდში იხილოს.